logo_geo
eng_logo
დავით გადელია: თბილისში არის ძალიან დიდი რისკი, რომ კორონავირუსი ყველას დაგვემართოს
- +

6 ნოემბერი. 2020. 00:35

 

 

„ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს, ახლა თბილისში არის ძალიან დიდი რისკი, რომ ყველას დაგვემართოს СOVID-19, ეს ჯაჭვი თუ არ გაწყდა, 2500 ინფიცირებულზე ნაკლები არ გვეყოლება არასდროს, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„საერთოდ, ქართველი არის კანონმორჩილი და ლეგენდაა ის, რომ ქართველი რაღაცას არ დაიცავს, მშვენივრად ვიცავთ ყველაფერს და კარგადაც გამოვიარეთ ამ ეტაპამდე პამდემია. საზოგადოება პირველ ეტაპზე ძალიან მობილიზებული შეხვდა განსაცდელს, რომელიც ახლა კიდევ უფრო მძიმედ გვიდგას. მართალია, ისეთი არაფერია რომ ვერ გადავრჩეთ, მაგრამ სერიოზული განსაცდელია, რასაც მთელი ერის მობილიზება სჭირდება. სიმართლე გითხრათ, მიკვირს ჯანდაცვის სისტემა ამ რაოდენობის ინფიცირებულების მიღებასაც თუ გაუძლებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ჯაჭვი გაწყდეს“, - განაცხადა დავით გადელიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner