logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო, ექიმებიც გამოვიფიტებით
- +

6 ნოემბერი. 2020. 00:36

 

 

„სამყაროს გამოცდილებამ გვაჩვენა არის ის, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, იმ ელემენტარულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ჯაჭვის წყვეტა მოითხოვს, ეს პრობლემა გადაჭრადი იქნება“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მან საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„თავის დროზე, როდესაც კორონავირუსი იდენტიფიცირდა, პულსი გვეჭირა ახალ ინფორმაციაზე, რა და როგორ იყო. წაკითხული გვქონდა ყველას ყველაფერი, მაგრამ გამოცდილება არ გვქონდა. ჩვენმა ქვეყანამ აირჩია მოდელი, რომელსაც კონსერვატული მიდგომა ჰქვია. რა გვასწავლა ამან? გვასწავლა ერთი რამ, რომ სხვის შეცდომებზე დაკვირვებით ჩვენ შეცდომა არ უნდა დაგვეშვა.

 

რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვისწავლეთ უფრო თამამები გავხდით ამ დაავადებასთან ბრძოლაში, დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება იმისა, როგორ ვებრძოლოთ დაავადებას, როგორ ვუმკურნალოთ. პირველ რიგში, რაც ექიმებსა და მედპერსონალს გვასწავლა, ისაა, რომ არ უნდა ვიყოთ არავითარ შემთხვევაში, არც ერთი მოქალაქე ქაოსში, რადგან ქაოსი დამღუპველია.

 

8 თვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საშუალება, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს, არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური, ერთადერთი, რაც გვაქვს ეს არის სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ რაც სამყაროს გამოცდილებამ გვაჩვენა არის ის, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, იმ ელემენტარულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ჯაჭვის წყვეტა მოითხოვს, ეს პრობლემა გადაჭრადი იქნება, მაგრამ თუ ისევე გავაგრძელებთ, როგორც დღემდე ვიქცევით, ამას არათუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, წარმატებული ჯანდაცვის სისტემებიც განიცდის ასეთ შემთხვევაში რღვევას, ამიტომ ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ რეკომენდაციები. ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო ჩვენც გამოვიფიტებით. დამერწმუნება ყველა, რომ თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცი ვართ, თითოეული სიცოცხლის გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ თუ მასიურად არ დაიცვა ჩვენმა მოსახლეობამ ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, თავშეყრის ადგილების აკრძალვა და ა.შ, საქართველოს ჯანდაცვა სამწუხაროდ ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება, დავიცვათ ელემენტარული ნორმები და იმედია, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, რაც პირდაპირ პროპორციულ კავშირშია დაავადებულთა რაოდენობასთან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner