„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, პოლიტსაბჭოს წევრებმა მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი სამხარაძემ, რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართლი ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება.
შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.