logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: პასუხისმგებლობის უდიდესი წილი იმ რადიკალური ოპოზიციის მხრებზე იქნება, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს
- +

6 ნოემბერი. 2020. 02:17

 

 

"ყველა ვიყოთ მშვიდად, ყველაფერი დასრულდება ისე როგორც ქვეყნის ინტერესებში იქნება, დასრულდება კანონის ფარგლებში, კანონი ფარგლებში ჩატარდება მეორე ტური, შეიკრიბება პარლამენტი, მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

„ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი, ოპოზიცია იქნება თუ არა წარმოდგენილი. ამას დრო გვანახებს, თუ არ იქნება, ერთი რამე უნდა შეგახსენოთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის როგორ რეჟიმში იყო წარმოდგენილი პარლამენტი, ოპოზიციას ასეთი პოზიცია აქვს რომ საპარლამენტო საქმიანობაში საერთოდ არ მონაწილეობენ.

ეს ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი და იქნება დამაზიანებელი, მაგრამ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ამაზე იქნება იმ რადიკალური ოპოზიციის მხრებზე, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner