"ყველა ვიყოთ მშვიდად, ყველაფერი დასრულდება ისე როგორც ქვეყნის ინტერესებში იქნება, დასრულდება კანონის ფარგლებში, კანონი ფარგლებში ჩატარდება მეორე ტური, შეიკრიბება პარლამენტი, მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი, ოპოზიცია იქნება თუ არა წარმოდგენილი. ამას დრო გვანახებს, თუ არ იქნება, ერთი რამე უნდა შეგახსენოთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის როგორ რეჟიმში იყო წარმოდგენილი პარლამენტი, ოპოზიციას ასეთი პოზიცია აქვს რომ საპარლამენტო საქმიანობაში საერთოდ არ მონაწილეობენ.
ეს ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი და იქნება დამაზიანებელი, მაგრამ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ამაზე იქნება იმ რადიკალური ოპოზიციის მხრებზე, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.