logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს არის იმ რევოლუციური გეგმის ნაწილი, რომელიც დაიწერა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის მიერ
- +

6 ნოემბერი. 2020. 02:36

 „უნდა აღინიშნოს ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნაციონალური შტაბის მხრიდან, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ არჩევნების წინ, რომ იყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა დაძაბულიყო სიტუაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს. მითითებული იყო პიროვნებები, ოლქები, სადაც პროვოკაციების საფრთხე იყო, რისი მომსწრენიც გავხდით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა წევრს და მხარდამჭერს, რომ ისინი არ აყვნენ პროვოკაციას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

„ვფიქრობ, ეს არის იმ რევოლუციური გეგმის ნაწილი, რომელიც დაიწერა უკრაინაში, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიერ. ამას არ სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, მოწოდებები კეთდება პირდაპირი ეთერიდან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და ეს ყველაფერი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს განცხადება გავაკეთო. პირველი შემთხვევა არ არის, ყველა არჩევნებისას ხდება და ერთი და იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით. ალბათ, ამის უკან შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი კონკრეტიკა აქვთ,"- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner