logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: დღეს საქართველოში 68 კლინიკაა სრულად მობილიზებული იმისთვის, რომ ებრძოლოს პანდემიას
- +

6 ნოემბერი. 2020. 02:57

 

 

„გაზაფხულზე ექიმების მიმართ იყო მაღალი ნდობა და შეიძლება ამ ნდობამ და ასე კარგად გავლილმა პირველმა ტალღამ მისცა ჩვენს მოსახლეობას იმის საფუძველი, რომ ძალიან დიდი ნდობა გამოგვიცხადეს და ჩვენც მაქსიმალური ძალებით მოვემზადეთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მაგრამ აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ნომერ პირველია მობილიზაცია. დღეს საქართველოში 68 კლინიკაა სრულად მობილიზებული იმისთვის, რომ ებრძოლოს პანდემიას. გარდა ამისა, ჩართულია 43 სასტუმრო, სადაც ექიმების ბრიგადები გვყავს.

 

მიუხედავად ამ მზაობისა, ჩვენთვის უპირველია მოქალაქეების მხარდაჭერა, მათი სოციალური პასუხისმგებლობა და ის დამყოლობა, რაც იყო გაზაფხულზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner