logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელს
- +

6 ნოემბერი. 2020. 11:23

 

„ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელს და ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას“- განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

 

 

„მძიმეა, როდესაც ვერ აცნობიერებს, ამით რა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს ან შეიძლება აცნობიერებს კიდეც და უბრალოდ, ეს შედეგი უნდათ. პოლიციის დისკრედიტაცია რას ნიშნავს? პოლიცია არის ის ინსტიტუცია, სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მათი დისკრედიტაციის შემთხვევაში, ეს მოიშლება. როდესაც ამას ცდილობს პოლიტიკოსი, ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე. ამას პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და მოჰყვა კიდეც, სწორედ იმიტომაც არის, რომ ძირითადად 2%-იან პარტიებს ვხედავთ“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner