logo_geo
eng_logo
ალიევი ფაშინიანთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობს
- +

6 ნოემბერი. 2020. 11:33

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ამ ეტაპზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ესპანურ სააგენტო EFE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან ბევრი შეხვედრა მქონდა, თუმცა ეს შეხვედრები უსარგებლო და უშედეგო იყო. როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, აცხადებდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზად იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების პროცესის შესაფერხებლად. ამიტომ, ამ ეტაპზე მასთან შეხვედრას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, მოლაპარაკებისთვის სწორი ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იქნება“, - აღნიშნა ალიევმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner