რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
წყალმომარაგების კომპანიამ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის - საბათლოს, ფიროსმანის, ჭოეთის, თავწყაროს, სამთაწყაროს და არბოშიკის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილოების მსურველებს წინადადებების წარდგენა 20 ნოემბრიდან -25 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, შესაბამისად არსებული წყლის დებიტი მოსახლეობის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება სოფლებში არსებული რეზერვუარები და ჭაბურღილები. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას, ჯამში 2000 -ზე მეტ ადამიანს, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.
პროექტს 13 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.