logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, პრემიერის პოსტზე პრობლემების მოგვარებას გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს!
- +

30 ივნისი. 2016. 21:28



საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე არსებული პრობლემების რეალურად მოგვარებას მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მოახერხებს.


კვლევის რამდენიმე შედეგს თავად "ქართული ოცნება" ასაჯაროვებს. პარტიის მტკიცებით, შეკითხვაზე: პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვინ უფრო მოახერხებს არსებული პრობლემების რეალურად მოგვარებას, გიორგი კვირიკაშვილი რესპონდენტთა 41 %-მა დაასახელა.


სხვა პოლიტიკოსთა ვინაობას, რომელთა შორისაც გამოკითხულებმა უპირატესობა მოქმედ პრემიერს მიანიჭეს, "ქართულ ოცნებაში" არ ასახელებენ.


საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა" სოციოლოგიური გამოკითხვა"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩაატარა. როგორც პარტიაში აცხადებენ, კვლევა შიდა მოხმარებისთვის იყო, თუმცა პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით არსებული "სპეკულაციების" გამო შედეგების გასაჯაროვება გადაწყვიტეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner