საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე არსებული პრობლემების რეალურად მოგვარებას მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მოახერხებს.
კვლევის რამდენიმე შედეგს თავად "ქართული ოცნება" ასაჯაროვებს. პარტიის მტკიცებით, შეკითხვაზე: პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვინ უფრო მოახერხებს არსებული პრობლემების რეალურად მოგვარებას, გიორგი კვირიკაშვილი რესპონდენტთა 41 %-მა დაასახელა.
სხვა პოლიტიკოსთა ვინაობას, რომელთა შორისაც გამოკითხულებმა უპირატესობა მოქმედ პრემიერს მიანიჭეს, "ქართულ ოცნებაში" არ ასახელებენ.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა" სოციოლოგიური გამოკითხვა"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩაატარა. როგორც პარტიაში აცხადებენ, კვლევა შიდა მოხმარებისთვის იყო, თუმცა პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით არსებული "სპეკულაციების" გამო შედეგების გასაჯაროვება გადაწყვიტეს.