logo_geo
eng_logo
სამეგრელოს პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ზუგდიდში 2 პირი დააკავა
- +

6 ნოემბერი. 2020. 14:00

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო

ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე

გახსნეს.

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული,

წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური

პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში

ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი

შემთხვევის ადგილზე დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"

ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner