„მინდა, ვთხოვო მოსახლეობას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ იარაღად და შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, გმირი ექიმებისთვის, რომლებიც დღემდე გმირულად იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე, ბოლო ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლებენ. ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას, კეთილგანწყობასა და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად, ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.