logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან
- +

6 ნოემბერი. 2020. 14:41

 

„ჩვენ მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან მიმართებაში, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა სწორედ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შეჩერებაა.

 

„ჩვენ მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან მიმართებაში, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად და არ გამოვიყენოთ ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, სწორედ ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner