logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია
- +

6 ნოემბერი. 2020. 15:10

 

„დღევანდელი მდგომარეობით, მიუხედავად ახალი 2 700 შემთხვევისა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია“, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სოციალურ ქსელში არსებული უკმაყოფილებისა და შენიშვნების მიუხედავად, ძირითად შემთხვევებში სიტუაცია მართვადია.

 

„დღევანდელი მდგომარეობით, მიუხედავად ახალი 2,700 შემთხვევისა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია. ვიცი, სოციალური ქსელიდან არის უკმაყოფილება, შენიშვნები, თუმცა ძირითადში სიტუაცია მართვადია, ჰოსპიტალური, კოვიდ-სასტუმროები და საავადმყოფოები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner