„10 000–მა მათმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი იმ ოქმებს, რაზეც მათი ლიდერები ამბობენ რომ გაყალბებულია. მათი მიზანი არ არის სინამდვილის დადგენა, იმიტომ, რომ რეალობა რომ დაადგინონ, მოგებულები ვერ დარჩებიან და არჩევნების სპეციფიკა ასეთია. ვიღაც იგებს და ვიღაც აგებს. ამხანაგური თამაში ხომ არ არის რომ ყველა გამარჯვებული გამოვიდეს? 10 000–მა მათმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი იმ ოქმებს, რასაც დღეს მათი ლიდერები ამბობენ რომ გაყალბებულია. ანუ მათი თანაპარტიელები აყალბებდნენ ოქმებს თუ რას ამბობენ?- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, 120 უბნიდან 11 უბანი გაიხსნა და ტექნიკური შეცდომები აღმოჩნდა, მაგრამ ბალანსი, საერთო ჯამში ყველგან თითქმის ერთი და იგივე დაჯდა. მისი თქმით, უმნიშვნელოდ, მაგრამ მოიმატა „ქართული ოცნების“ ხმებმა.
„120 უბანზე შემოვიდა საჩივრები და თქვეს, რომ ეს არის მთავარი თემა. ამ 120 უბნიდან, 11 გაიხსნა და ტექნიკური შეცდომები აღმოჩნდა, მაგრამ ბალანსი, საერთო ჯამში ყველგან თითქმის ერთი და იგივე დაჯდა. სინამდვილეში მოიმატა „ქართული ოცნების“ ხმებმა. უმნიშვნელოდ, მაგრამ გაიზარდა. ამის პარალელურად ვხედავთ სურათს, რომ გამოდიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ჩვენს წარმომადგენლებს არ უშვებენ კომისიაში - კომისიაში არ უშვებენო ამბობენ და ამის პარალელურად კომისიაში შიგნით მათი პარტიების წარმომადგენლები სხედან და ითვლიან ფაქტია.
ამ ხალხმა დათვალა, დაეთანხმნენ, იმიტომ რომ ბალანსი ბიულეტენების გადათვლით ნახეს, რომ ყველაფერი სწორად იყო სინამდვილეში და იყო ტექნიკური ხარვეზები, გამოვიდნენ გარეთ და მაგალითად ერთ–ერთი უბნიდან გამოსულები, როდესაც შიგნით დათანხმდნენ ამ შედეგებს, რაც გადათვალა ყველამ ერთად, არასამთავრობოების და მათი პარტიების წარმომადგენლების თანდასწრებით, გამოვიდნენ გარეთ, დაახვედრეს თავიანთმა თანაპარტიელებმა მიტინგი და უცებ რა პასუხი უნდა გაეცათ და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომაო, ეს გასცეს პასუხი. ამათი მიზანი არ არის სინამდვილის დადგენა, იმიტომ რომ რეალობა რომ დაადგინონ, მოგებულები ვერ დარჩებიან და არჩევნების სპეციფიკა ასეთია. ვიღაცა იგებს და ვიღაცა აგებს. ამხანაგური თამაში ხომ არ არის რომ ყველა გამარჯვებული გამოვიდეს? 10 000–მა მათმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი იმ ოქმებს, რასაც დღეს მათი ლიდერები ამბობენ რომ გაყალბებულია. ანუ მათი თანაპარტიელები აყალბებდნენ ოქმებს თუ რას ამბობენ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის თქმით, იმის გამო, რომ ქუჩური ძალადობით ვიღაც რაღაცას ცდილობს, ასე არ გამოვა - ასე ვერც სამართლებრივ სახელმწიფოს ავაშენებთ და ვერც დემოკრატიულს იმიტომ რომ ხალხის ნებაზე ძალადობაა ეს ჩვეულებრივი.
„საპარლამენტო წარმომადგენლობა არსებობს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველთა გემოვნების და არჩევანის მიხედვით იყოს დაკომპლექტებული პარლამენტი. როცა ეს ასე არ ხდება, რა თქმა უნდა, ეს დისკომფორტია და კარგი არ არის. პიროვნულადაც, რა თქმა უნდა, დისკომფორტია როცა ოპონენტი არ გიზის და ოპონირებას გიწევს, თუ ეს შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამავდროულად ვხედავთ მეორე სურათს ხომ? ამის მიზეზი ჩვენ არ ვართ და ის უფრო დიდი ტრაგედია იქნება, რომ რა მანდატიც ხალხს არ მიუნიჭებია ოპოზიციისთვის, ის მანდატი რაღაც ძალადობრივი მეთოდებით რაღაცნაირად მივანიჭოთ“,- აღნიშნა დავითულიანმა.