logo_geo
eng_logo
პროკურატურამ გიორგი რურუას მიმართ ციხეში განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, სამ პატიმარს ბრალდება წარუდგინა
- +

6 ნოემბერი. 2020. 17:22

 

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, პატიმრებს – პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

საგამოძიებოო ორგანოს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-8 დაწესებულებაში, პატიმრებმა – ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გ.რ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner