ოკუპირებული აფხაზეთიდან ეთნიკური სომხების მოხალისეთა პირველი ჯგუფი მთიან ყარაბაღში საბრძოლველად გაემგზავრა. ამ ჯგუფში, დაახლოებით, 20 ადამიანი შედის.
ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მოხალისეთა ჯგუფის ფოტო რუსეთის ქალაქ სოჭში, აეროპორტთანაა გადაღებული.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.