logo_geo
eng_logo
კოვიდ სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს დღეიდან სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება
- +

6 ნოემბერი. 2020. 18:18

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეიდან კოვიდ სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება.

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცერცვაძემ განმარტა, სამი სავალდებულო გამოკვლევიდან ერთი იქნება სისხლის საერთო ანალიზი, მეორე - D დიმერი და მესამე - სატურაციის განსაზღვრა.

 

„ბინაზე დატოვებულ და სასტუმროში დატოვებულ პაციენტებს ანუ იმათ, ვინც არ ჩაითვლება, რომ არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ასეთი ჩვენი დათვლით არის 75% დღეისთვის, 25%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება, როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მხოლოდ 15%-ის ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება. დღევანდელი სხდომა ეთმობოდა იმას, თუ როგორ გაუმჯობესდეს ბინაზე და კოვიდსასტუმროში პაციენტების მკურნალობა, რათა მინიმიზებული იქნეს ის რისკები, რაც იწვევს ბინაზე დატოვებულების გარდაცვალებას. პირველი - ყველა სასტუმროში დატოვებულ პაციენტს და ბინაში მყოფთა ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. ეს შერჩევით დღესაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური.

 

D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, პაციენტს აქვს თუ არა თრომბო ემბოლიური რისკი და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული. სისხლის ანალიზი გვაძლევს სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება და მესამე სატურაციის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ, რამდენად არის ის ჟანგბადზე დამოკიდებული - ასეთი პაციენტები არიან განსაკუთრებით რისკ ჯგუფები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner