კიევის მოქმედმა მერმა ვიტალი კლიჩკომ, ადგილობრივ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.
კიევის საქალაქო ტერიტორიული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვიტალი კლიჩკომ ამომრჩეველთა ხმების 50.5%-ი მიიღო.
როგორც საარჩევნო კომისიაში აღნიშნეს, ვიტალი კლიჩკოს ხმა 365 ათასმა ამომრჩეველმა მისცა.
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდა.