logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: კოვიდინფიცირების დიდი წილი პირდაპირპროპორციულ კავშირშია აქციებზე მაღალ აქტივობასთან
- +

6 ნოემბერი. 2020. 18:31

 

 

„ხალხმრავალი აქციები პირდაპირ კვებავს ეპიდემიას. ინფიცირების დიდი წილი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ამ აქციებზე მაღალ აქტივობასთან“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

 

როგორც ის აღნიშნავს, სულ მცირე, რაც აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და ხელის დეზინფექციაა. მისი თქმით, ერთადერთი რეკომენდაცია, რაც კვირას ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შეიძლება გაიცეს ისაა, რომ წესები, რომელიც ინფექციის კონტროლის კუთხითაა დაწესებული, დაცული იყოს.

 

„არ დააყოვნებს და კიდევ და კიდევ დაემატება იქიდან მომავალი ინფიცირების შემთხვევების ნაკადი. პირველი არის ის, რომ რეგულაციები, რომელიც სახელმწიფომ დააწესა, იყოს აღსრულებული.

 

სულ მცირე, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის პირბადე, დისტანცია და ხელის დეზინფექცია. ვერ შევზღუდავთ, ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ ამგვარ სიტუაციაში ერთმანეთს მაინც არ უნდა შევუქმნათ რისკი, ყველა იმ ადამიანის უკან, ვინც იმ აქციაზე მიდის, ოჯახი დგას. ძალიან დიდი რისკია, ვეთამაშებით ამ საშიშ დაავადებას. არ ვიცი რანაირად შეიძლება გავიაროთ ეს პროცესი, რომ ძალიან დიდი რყევები არ მოჰყვეს ეპიდემიური კუთხით“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

რაც შეეხება შეზღუდვებს, როგორც გაბუნია აღნიშნავს, ქვეყანა ვერ შეზღუდავს სასიცოცხლო მნიშვნელობის და დიდი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე აქტივობებს.

 

„ისევ და ისევ მოქალაქის პასუხისმგებლობაა პირადი დაცვის საშულებების გამოყენების კუთხით და სხვა კიდევ მეტად წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევაფერხოთ მობილობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით უარს სასიცოცხლო მნიშვნელობის და დიდი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე აქტივობების შეზღუდვაზე. ჩვენ თავს არ ხდება მხოლოდ ეს ამბავი, ევროპა გადის ამ პროცესს და ყველგან შემოდის დამატებითი შეზღუდვები, რაც შეეხება ტრანსპორტის საათობრივ შეზღუდვას, თავშეყრის გამკაცრებას. ვსწავლობთ ამ გამოცდილებაზე და გამოვიყენებთ, რაც არის ჩვენთვის შესაფერისი. მაგრამ მიმდინარე პოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით - საარჩევნო პროცესია, ამას ხელშეწყობა სჭირდება, ამავე დროს არის ეპიდემიოლოგიური რისკები და რაღაცნაირად უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. ამას ისევ და ისევ თითოეული მოქალაქის დონეზე სჭირდება შესაბამისი გააზრება და ქმედება“,- განაცხადა გაბუნიამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner