logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: უკვე მესამე თაობა იზრდება საპროტესტო მიტინგებზე, დემონსტრაციებზე, მანიფესტაციებზე...
- +

6 ნოემბერი. 2020. 21:21

 

 

 

"ჩიტი და მელა"

 

"""""""""""""""""""

 

(თანამედროვე იგავი)

 

გოგებაშვილის "დედაენაზე" გაზრდილ თაობებს კარგად ახსოვთ:

 

"- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო?!

 

- რაო, ბატონო მელაო?!

 

- ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ...

 

ცულს მოვიტან, ცუნცულასა..." და ა შ.

 

ერთი სიტყვით, პირველი "ბარტყი" მელას "დამფრთხალმა" ჩიტმა - ჩიორამ (არა-თაქთაქიშვილმა) "გადაუგდო"...

 

საინტერესო შეკითხვაა: ვინმე ნორმალური აზროვნების ადამიანი ფიქრშიაც კი დაუშვებდა იმ ვარიანტს, რომ:

 

-ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილება რეალურად განმუხტავდა უაღრესად დაძაბულ ვითარებას?..

 

-მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი იქნებოდა საკმარისი და დამამშვიდებელი ხელისუფლების ოპონენტებისთვის?

 

როცა "ჩიორამ" ("ქართულმა ოცნებამ") პირველი "ბარტყი" (პარლამენტის თავმჯდომარე) დასამშვიდებლად "გადაუგდო" პოლიტიკურად მშიერ,  აგრესიულ, ულტიმატუმის და მუქარის ენით მოკონტაქტე "მელას", მიტინგზე უმალ გამოჩნდა "ოცნების" და  პარლამენტის ხელმძღვანელთა მისამართით შეურაცხმყოფელი პლაკატები...

 

ისევ ვეკითხები მავანს: და ვინმეს ეს გაუკვირდა?

 

"ჟანრის" განვითარებას თავისი "კანონზომიერება" აქვს. და იგი პირველი "აქტით" არ მთავრდება. კლასიკა უნდა ვიცოდეთ, ახალგაზრდებო!

 

ადამიანური ურთიერთობის თუ პოლიტიკური კორექტულობის ნაძალადევი დემონსტრირების  მსგავს შემთხვევაში იტყვიან ხოლმე "აჰა, ესეც მონბლანი!", ანუ, პროტესტანტთა პოლიტიკურად  სათავისოდ სწორად(!) გათვლილ-გამიზნული,  მაქსიმალურად  აგრესიული მოთხოვნის რეალურმა შედეგმა (პარლამენტის თავკაცი გადადგა), ოპოზიციის "მადა" არამცთუ დააკმაყოფილა, არამედ უფრო გაამძაფრა და... "ჟანრის" კანონების შესაბამისად მოითხოვა შემდეგი, ადექვატური "ულუფა":

 

-"მაიტა "მეორე ბარტყი"!!!!!" - თითის ქნევით ითხოვენ "მშვიდობიანი" პროტესტანტების სიმრავლით და პოლიციასთან წინა ღამით პროვოცირებული შეტაკებით  "გალაღებულ-გახელებული" ლიდერები.

 

გადასანსლავად გამიზნული მეორე "ბარტყი" კი გახლავთ, არც მეტი, არც ნაკლები... შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

 

ეს გახარია ყველას ყელში ყავს გაჩხერილი.

 

ყ ვ ე ლ ა ს !!!

 

დიახ, ყველას, ე.წ. შინაურსა და გარეულს და ამას აქვს თავისი სუბიექტური თუ ობიექტური საფუძველი. (ეს სხვა თემაა და, ასევე, სხვა დროსაა განსახილველი.)

 

და თუ პოლიტიკურად მშიერმა "მელამ" ეს მეორე ბარტყიც ხელში ჩაიგდო,  "მესამე ბარტყი" აღარავის გაახსენდება,  რამეთუ...

 

არა მარტო "დაგორებულ-გადასანსლული" იქნება ორი "ბარტყი", ანუ, განეიტრალებული იქნება ყველაზე რეალური ძალის მქონე და შედეგიანად, ჯიუტად მოქმედი,  მმართველი გუნდის ორი მამოძრავებელი პოლიტიკური მოტორი, არამედ ავტომატურად ამოქმედდება "დომინოს პრინციპი" - ერთი მეორეს მიყოლებით "მელა"პირს ჩაიტკბარუნებს  ხონჩით მირთმეულ,  საძულველი და მოდური პოლიტიარლიყით დამშვენებულ, მორალურად ჩაქოლილ და ფიზიკურად საჯიჯგნად გამზადებულ ყველა "ბარტყს".  ყ ვ ე ლ ა ს, ვინც მიუღებელია კოლექტიური "მელასთვის" და განწირულია პირადი ანგარიშსწორებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ  ჩ ა მ ო ი შ ლ ე ბ ა  "ოცნების" მთელი(!) ხელისუფლება((!)...

 

და ეს იქნება  2012 წლის 5 ოქტომბრის შემდგომი ურთიერთბრძოლის ფ ი ნ ი შ ი, ანუ, დასასრული ქვეყნის გარეთა ჩაფიქრებულ - დაგეგმილ იმ პროცესისა, რომლის მიზანიც ხელისუფლების შეცვლა - რ ე ვ ა ნ შ ი ა.

 

დავიჯერო ეს "შედეგი" არ აქვს შეგნებული "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას? და კობახიძე-გახარიას მსხვერპლშეწირვის იმედად არის?

 

...ბოლო დღეებში გადადგმული სახელისუფლებო ნაბიჯები პაწია ეჭვს აჩენს. არა იმ პოლიტიკური იდიოტობის თაობაზე, "რუსეთისთვის ქვეყნის გადაბარების რაღაც ბოდვა-გეგმაზე" რომ გაჰკივიან პრიმიტივი "პუბლიცისტკების" დონეზე დასული ძველი კმარელი და ახლა უფრო გათავხედებული, ბიუჯეტის ფულის გემოგასინჯული და "ქურდობაში" დაოსტატებული ყოფილი "ვარსკვლავბიჭუნები".

 

არ მომწონს ეს ვითარება!

 

სახიფათოა!!!

 

არ მომწონს, უწინარესად და უმთავრესად,  იმიტომ რომ დაარღვევს ბოლო წლების ერთადერთ ნაღდ მონაპოვარს - კონსტიტუციით განსაზღვრულ საარჩევნო ციკლის დაცვის აუცილებლობის პრაქტიკას, რაც, უყოყმანოდ დადებით  და საამაყო ტრადიციად რეალურად ხორციელდებოდა.

 

რა თქმა უნდა, საფრთხე მხოლოდ ამ "ვარაუდში" არ იკვეთება. მაგრამ, პირადად ჩემთვის, ამოსავალი წერტილი ამ სიბრტყეშია.

 

სწორედ ამიტომ ვერ შევძახებ აღტაცებით:

 

ტაში, კუკური!!!

 

""""""""""""""""""""

 

P.S.: ეს წერილი (ციკლიდან "ცხელ გულზე") შარშან, მარტში გამოქვეყნდა, ცნობილი მღელვარე მოვლენების დროს.

 

ახლანდელი "არეულობისგან" მაშინდელი "შფოთი" განსხვავდება მხოლოდ... საბაბით.

 

პოლიტტექნოლოგია იგივეა, მონაწილეებიც - იგივენი, ლოზუნგებიც... ლანძღვა-გინების კორიანტელიც... ძირითადი საპროტესტო ადგილიც... სახელმწიფო დაწესებულებების "დაშანტაჟებაც"... მოქმედების  აგრესიული ფორმაც... ტელევიზიების ფორმატიც არ შეცვლილა, არც ტელეწამყვანთ და რეპორტიორებს არ ერიდებათ  მ ხ ა რ ე დ  წარმოჩენა...  და რაც მთავარია: მ ი ზ ა ნ ი! უცვლელი, ანუ,  რ ე ვ ა ნ შ ი!!!!

 

და ასეა უკვე 30 წელიწადი.

 

უკვე მესამე თაობა იზრდება საპროტესტო მიტინგებზე, დემონსტრაციებზე, მანიფესტაციებზე...

 

ერთადერთი რაც განახლდა არის შეძახილი "...ჯოს!". იგი ჩაანაცვლა არსით იგივე მოწოდებამ - "წ ა დ ი !"

 

მოდი და გაამტყუნე ჩემი  კ უ კ უ რ ი, რომელიც ამ შემთხვევაშიც მზად არის შემოცხოს 

ტ ა შ ი!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner