logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: თარხნიშვილმა რაც დათესა, იმისთვის, მინიმუმ ციხეში უნდა იჯდეს
- +

6 ნოემბერი. 2020. 23:12

 

„გუბაზმა და ალბათ სხვებმაც იციან, რომ თუ კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს შევლენ იქ, სადაც დღეს ახალაია უზით და ალტერნატიულ მთავრობასაც იქ ჩამოაყალიბებენ“, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა „Post tv” - ის ეთერში განაცხადა.

 

„რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება  წარმოუდგენელია. ეჭვიც არ მეპარება, დღეს, ქვეყანა და საზოგადოება იმ სიმაღლეზეა, რომ  სახელმწიფო გადატრიალება არ დაუშვას. ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ 20/30 ნაძირლის ბოგინს ქვეყანაში ასეთი მოტივებით, განცხადებებით და მიდგომებით. მათ შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ უკან შებრუნდნენ კანონდარღვევისთვის.

 

როცა ცილისწამებაზე მიიღებს ეს პარლამენტი კანონს და ცილისწამებებზე იქნება პასუხისმგებლობა დაწესებული, ყველა ჩაიგდებს მუცელში ენას და იმ სიბინძურის ნიაღვარი აღარ იქნება, რაც დღეს ქვეყანაში არის და რასაც ჩვენ ვიმკით და ვიმკით რის გამო, იმის გამო, რომ ნაძირალა სააკაშვილი, ნაძირალა ბოკერია, ნაძირალა უგულავა, უკვე გუბაზიც და კიდევ ერთი-ორი ძველი ფრონტიდან და უფრო ძველიდან, იმ 9 წლიანი შემოქმედების მამები, დღეს ქუჩაში დგანან და აქეთ მორალს მიკითხავენ.

 

ლევან თარხნიშვილი დღეს მელაპარაკება არჩევნების გაყალბებაზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ლევან თარხნიშვილმა არ მოიმკა ის, რაც დათესა. რაც დათესა იმისთვის, მინიმუმ ციხეში უნდა იჯდეს და მაქსიმუმ პოლიტიკაში კი არა ,ხალხში ვერ უნდა ბედავდეს გამოსვლას“, - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner