logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: უბედურება ისაა, რომ შაშკინი, ბოკერია, გოგორიშვილი, თარხნიშვილი, უგულავა მორალს გვიკითხავენ
- +

7 ნოემბერი. 2020. 03:20

 

 

„გუბაზ სანიკიძის დეგრადაცია კი, ჩემთვის მტკივნეული, იმიტომ, რომ იმ სისხლიან 9 წელში, კარვების პერიოდში ერთად ვმოძრაობდით და სააკაშვილთან მებრძოლის რაინდის იმიჯი ჰქონდა მორგებული. დღეს კი, თემურ ალასანიას „შნირის“ როლში გვევლინება“, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა „Post tv” - ის ეთერში განაცხადა, რითაც უკრაინული ვებ-გვერდის მიერ გავრეცელებულ გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

 

„ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ შაშკინი თავისუფლად დადის და მორალს გვიკითხავს, გიგა ბოკერია მორალს გვიკითხავს, გოგორიშვილი და ლევან თარხნიშვილი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ, გიგი უგულავა მორალს გვიკითხავს და მედია თავისუფლებაზე და მედია სტანდარტებზე გველაპარაკება. გუბაზ სანიკიძის დეგრადაცია კი, ჩემთვის მტკივნეული, იმიტომ, რომ იმ სისხლიან 9 წელში, კარვების პერიოდში ერთად ვმოძრაობდით და სააკაშვილთან მებრძოლის რაინდის იმიჯი ჰქონდა მორგებული. დღეს კი, თემურ ალასანიას „შნირის“ როლში გვევლინება“, - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner