ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ციკლიდან- "ცხელ გულზე":
სიბერე "მუხრუჭი" კი არა, გახლავთ... სიმდიდრე!
ამ დღეებში მქონდა შესაძლებლობა თვალი მედევნებინა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიებისთვის.
არ ვაპირებ ამ კონკრეტულ პუბლიკაციით პოლიტიკურ სივრცეში მართალ-მტყუანის გარჩევას. გულისტკივილს ერთი მომენტი იწვევს: დაპირისპირების მრავალწახნაგოვან რეალობაში აშკარად იკვეთება თ ა ო ბ ა თ ა დაპირისპირების თემა (პრობლემა), რაც ხელისუფლების ოპონენტთა რიტორიკაში დღითიდღით უფრო მწვავდება. გამოცდილი თვალისთვის ისიც შესამჩნევია, რომ ეს გამწვავება ხელოვნურია და იმართება საკმაოდ "ჭკვიანური" ხელით (გონებით).
ე.წ. "გაბრაზებული ახალგაზრდების" რიტორიკაში საკმაოდ აგდებულად, ვულგარულად ჟღერს დაუფარავი საყვედური ე.წ. "ხადაზმულთა თაობისადმი", რომელიც, თურმე, ხელს უშლის რეფორმებს, წინსვლას, ცდილობს დააბრუნოს ქვეყანა წარსულში, მისტირის საბჭოურ წარსულს, წინააღმდეგია დასავლურ-ევროპული ორიენტაციისა და კვლავ უნდათ ჩვენი სამშობლოს გადაქცევა რუსეთის გუბერნიად, რომ საზოგადოება ამოისუნთქებს მხოლოდ მაშინ, როცა "ბებრები" ბიოლოგიურად გაეცლებიან მიწიერ ცხოვრებას (ანუ, უკაცრავად და... "ჩაძაღლდებიან - ჩაირეცხებიან").
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე ფიქრობდეს ჩვენი შვილების - მომავალი თაობის უმრავლესობა, რომლის არაერთი წარმომადგენელი აღტაცებას იწვევს თავისი განათლებით, შრომისმოყვარეობით, სამშობლოსათვის თავდადებით, მაღალი კულტურით, ზნეკეთილობით, უფროსი ადამიანებისადმი მოკრძალებითა და პატივისცემით.
მაგრამ ტელეეკრანებზე ისინი ნაკლებად სჩანან, სამაგიეროდ მედია სივრცე "დაპყრობილი" აქვთ "ჭაბუკ დემაგოგებს", რომელთა აგრესიულობა, დაუფარავი უზრდელობა, პრიმიტიული აზროვნება და განათლება არამცთუ შესამჩნევია, არამედ იწვევს შეგნებული საზოგადოების, გამოკვეთილად კი, ხანდაზმულ, დამსახურებულ მოქალაქეთა გულისტკივილს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის, ეროვნული სიმდიდრის შემქმნელი "ბებია-ბაბუების" თაობების დღეს არსებობა მადლიერება-პატივისცემის ნაცვლად, თურმე, იმსახურებს უშრომლად, ოფლისღვრის გარეშე, მზამზარეულად მიღებული ამ სიმდიდრის ახალგაზრდა მომხმარებელთა არა მარტო უმადურობას, არამედ დაუფარავ საყვედურს; რომ ქვეყნის "ერთ ადგილზე ბორძიკის" უმნიშვნელოვანესი მიზეზი, ამ შვილიშვილების აზრით, გახლავთ ჯერ კიდევ ცოცხალ "წინაპართა" ა ს ა კ ი.
აქ შევჩერდები. დანარჩენს(ცოტას) ქვემოთ ვამბობ იმ მასალაში, რომელიც შარშან, 29 მარტს გამოვაქვეყნე.
რაც შეეხება "მამათა და შვილთა" ბრძოლას თანამედროვე ეტაპზე - ამ თემას მომავალში დავუბრუნდეთ, მთავარს აქვე ვიტყვი: "მამათა და შვილთა" ბრძოლა არა... კვახი! უბრალოდ, რამდენიმე, უკვე "შუა ასაკში" შესული კარიერისტი ოსტატურად იყენებს ვითარებას, ახალგაზრდების ერთი ნაწილის გამოუცდელობას, ზოგადი განათლების საყოველთაო დეფიციტს, ამ ასაკისთვის ტრადიციულად დამახასიათებელ ამბიციურობას, ენერგიის მოჭარბებულობას და...
პოლიტიკური იდიოტიზმი არასოდეს გვაკლდა, არცერთ თაობაში. არც "ჩამშვებთა", გამყიდველთა, მოღალატეთა დეფიციტს განვიცდიდით ოდესმე...
არც სხვათა და არც საკუთარმა მწარე გამოცდილებამ ვერაფერი გვასწავლა. დღემდე არ მოგვბეზრდა საკუთარ ოჯახში ძმებს შორის საერთო ენის გამონახვის დამხმარედ სულ უცხოელი შუამავლების, "მომრიგებელ მოსამართლეთა" ძიება, სხვადასხვა ქვეყნების ელჩების, ექს-მინისტრების, პარლამენტარების, სენატორების და სხვათა და სხვათა დარიგებების მოსმენა, მათგან თითის ქნევა და ჭკუის სწავლება.
ასაკოვანთ ძალიან მალე დაგვავიწყდა, ხოლო მომავალ თაობებს პრაქტიკულად "ვუმალავთ" იმ სამარცხვინო პერიოდს, როცა ემოციებს აყოლილმა, "ბორჯომის" წყლის იმედად და "...ჯოს" ძახილით დაბნეულებმა დავანგრიეთ, გავანიავეთ, გავაპარტახეთ ეკონომიკა, თურქეთში ჩალია ფასად გავზიდეთ ყველაფერი, რაც ღირებული იყო, ვაბოგინეთ ყველა ჯურის ნაძირალა, ზოგს რომ "პარტია" ერქვა და ზოგს "მხედრიონელი", "თეთრი" თუ "შავი" რაღაც უბედურება, ერთმანეთს გადავკიდეთ ოჯახები, კუთხეები, დავღვარეთ ძმების სისხლი, დავაპირისპირეთ თაობები და მივიღეთ დანაწევრებული ქვეყანა, ასეულ ათასობით ლტოლვილი და სამათხოვროდ ხელგაწვდილი ე.წ. საზოგადოება. ამ ყველაფერს ვაკეთებდით "დემოკრატიის" გამარჯვების აუცილებლობის თუ ქვეყნის გადარჩენის დემაგოგიური ლოზუნგებით.
არ გვეყო?..
როგორც იტყვიან, გამგებმა გაიგოს!
ახლა მთავარ თემას დავუბრუნდეთ და ჯერ ქალბატონ მეგი ყურაშვილის ნააზრევს გავეცნოთ (უკაცრავად, ოკუპანტის ენის გამოყენების გამო):
НЕТ ТАКОЙ БОЛЕЗНИ - СТАРОСТЬ...
Я не знаю, сколько вам лет, мой читатель, но я думаю, что вам будет интересно узнать, что:
*Марк Катон, римский сенатор, выучил греческий язык в 80 лет.
*Сократ только в возрасте 70 лет научился играть на многих музыкальных инструментах и успел овладеть этим искусством в совершенстве.
*Микеланджело создал свои самые значительные полотна в возрасте 80 лет.
*В 80 лет Гете закончил своего «Фауста».
*Немецкий историк Леопольд Ранке свою «Мировую историю» закончил в 91 год.
*Исаак Ньютон еще в 85 лет был занят неутомимой деятельностью.
*Лев Толстой в 83 года управлялся на поле с косой так, что за ним не могли угнаться молодые косцы. Седобородый автор «Войны и мира» в эти «почтенные лета» катался на коньках, ездил на велосипеде, скакал на лошади и приседал «пистолетиком» (на одной ноге) более 40 раз!
*Знаменитый советский композитор и дирижер Игорь Стравинский творил до 88 лет. Поэт Беранже работал до 77 лет. Виктор Гюго - до 83; академик Иван Павлов - до 87, древнегреческий драматург Софокл - до 90 лет, философы Диоген и Демокрит, художники Тициан проявлял творческую активность, перейдя рубеж восьмидесятилетия; Бернард Шоу творил до 94 лет...
Кстати, не так давно американские ученые, совместно со своими европейскими коллегами, обнародовали сенсационное открытие: оказывается, человеческий мозг развивается не до 25-30 лет, как считалось ранее, а до 50 лет. Более того, если человек продолжает заниматься активной мыслительной деятельностью, то старение мозга почти не происходит!
К чему я все это вам говорю? Только к одному: нет такой болезни - «старость», а есть только неверные психологические установки. «Не верьте всему, что слышите, - даже если это раздается в вашей собственной голове», - советует известный психиатр Дэниел Эймен. Все самые большие барьеры и препятствия в нашей жизни находятся внутри нас. Сломайте их! Наша душа, наши внутренние силы не имеют возраста. Пока мы живы, у нас все еще остается шанс подняться выше - взять хотя бы еще одну высоту на пути нашего духовного восхождения. Не ждите лучших времен - лучшее время может быть только одно. Оно называется - «сейчас».
ახლა კი ჩემი შარშანდელი კომენტარი:
ამ პოსტზე გამოხმაურების სურვილი წაკითხვისთანავე გამიჩნდა, რამეთუ უმალ გამახსენდა ერთი უსიამო ფაქტი:
ამ რამდენიმე ხნის წინ ხელისუფლების მაღალი ეშელონიდან წასვლის მინიშნება, ნებაყოფილობით და, ცოტა არ იყოს, უტაქტოდაც, აგრძნობინეს ერთ ფრიად დამსახურებულ და ქვეყნისთვის მეტისმეტად საჭირო პერსონას. მოტივი იყო ერთობ ღიმილისმომგვრელი (სატირალი რომ არა): 70 წლის, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე, უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების ინტელექტუალთან, თურმე, თავს უხერხულად გრძნობდნენ მასზე 35-40-50 წლით ახალგაზრდა მაღალჩინოსანი... ჭუჭუ'ლაშვილები. მის ადგილზე კი დასვეს 23 წლის ბიჭუნა, რომელსაც არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნია. მით უმეტეს იმ სფეროში, სადაც მაღალი ინტელექტის პარალელურად და მიუხედავად, ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილების დეფიციტი გამორიცხავს რაიმე სერიოზულ წარმატებას.
ვიმეორებ, მოტივაციას: ამ "ბებერი"(!) პერსონის ასაკი თურმე დისკომფორტს უქმნიდა მეტისმეტად საეჭვო ბიოგრაფიის... ჭუჭუ'ლაშვილებს.
ჰოდა, პარტიებში, ხელისუფლებაში, ბიზნესში, სასწავლებლებში, ცენტრსა თუ პერიფერიაში მოყელყელავე ჭუჭუ'ლაშვილებს მინდა გავანდო "საიდუმლო":
არ არსებობს ისეთი "ავადმყოფობა", რომელსაც ქვია... ს ი ბ ე რ ე!
კი არსებობს სკლეროზი, ალცჰეიმერი, სახსრების სისუსტე... კი, კი, ეგ და კიდევ სხვა "მდგომარეობა" ასაკის თანმდევი სენია, მაგრამ ეს არ არის ყველასთვის, მით უმეტეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანებისთვის სავალდებულო, გარდაუვალი, აუცილებელი!!!
ასე რომ ფრთხილად შეფასებებისგან. ყველა და ყველაფერი ერთი არშინით არ იზომება... არც მხოლოდ საკუთარი ბაბუების ქცევით და ინტელექტით, მით უმეტეს, იმათი, ვინც იმ ცნობილი ანეგდოტისა არ იყო, ტყვეობაში ყოფნისას... დახვრიტეს და მაინც ცოცხლებად დარჩნენ.
თქვენ კი, ჩემო "ბებერო"(!!!) მეგობრებო, ქვეყნისთვის დამაშვრალო ადამიანებო, გული არ გაიტეხოთ, რამეთუ ზემოთ, ოკუპანტის ენაზე გამოქვეყნებული სუპერ- პოსტით ხომ შეგახსენეთ, ჩვენ ასაკში, ვინ და რას "ხალისობდა"... არც ჩვენებურების მაგალითებია ძნელად გასახსენებელი. თუნდაც პოლიტიკური სფეროდან: (ახალი ჩანამატი: ამ თემაზე ყველაზე მეტად მოყელყელავე ოპოზიციური ფლანგის საარჩევნო სიის პირველი ნომერი - 83 წლის გახლავთ. არაფერს ვამბობ საერთაშორისო ასპარეზზე -აშშ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი 79 წლისაა, მეორე (ამასთან, მოქმედი პრეზიდენტი) -73-ს.)
ასე რომ, გვახსოვდეს: სიბერე სიმაღლეზე მხტომელობის და სპრინტერობის სინონიმი კი არ არის, არამედ... ს ი ბ რ ძ ნ ი ს!
ამ აქსიომას თავიანთი ცხოვრებით და შემოქმედებით ადასტურებდნენ ას წელს მიღწეული კაკი შანიძე, ლამის მისი თანატოლი - "მოხუცი" ივანე ბერიტაშვილი, 90 წელს მიღწეული ნიკოლოზ მუსხელიშვილი, აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი, დიდი კონსტანტინე გამსახურდია, განუმეორებელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რუსთაველის ნაკვალევზე "მოსიარულე" და მისივე პორტრეტის აღმომჩენი ექსპედიციის ორგანიზატორი ირაკლი აბაშიძე... თუნდაც, ახლახან წასულნი - 94 წლის მარიკა ლორთქიფანიძე, 85-ს გადაცილებული მერაბ ბერძენიშვილი და ჯანსუღ ჩარკვიანი... (კიდევ ერთი ჩანამატი: ლამის ამ ასაკში შექმნა დიდმა ჭაბუამ თავისი შედევრი "გორა მბორგალი")... ანდა, დღესაც დაუზარელი და (დღეგრძელობა მისურვებია) 95-ს მიტანებული აკადემიკოსები მზექალა შანიძე და 98 წლის ოთარ ჯაფარიძე (ჩანამატი: რომელიც ამ ორიოდე თვის წინ აღესრულა, ისევე, როგორც ორიოდე დღის წინათ ზეცას ამაღლებული, ქართული დამწერლობის "პატრონი", 94-ე წელში გადამდგარი დიდი მეცნიერი რამაზ პატარიძე); 92-ე წელში მყოფი, მსოფლიო მნიშვნელობის ენათმეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, 88 წლის ცნობილი ინჟინერი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი, დაუღლელი თამაზ შილაკაძე, სასიქადულო პოეტი ტარიელ ჭანტურია, 86-ში მყოფი ცნობილ ჟურნალისტი და მთარგმნელი გურამ გოგიაშვილი, ყოველდღიურად რომ გვანებივრებს ფანტასტური პუბლიკაციებით, ანდა, 84-ე წელში მყოფი პოპულარული სტალინისტი, ბოლო სამ წელიწადში ბელადის თემაზე ხუთი ვეებერთელა ტომის შემქმნელი და ყოველკვირეული გაზეთის "საქართველო და მსოფლიოს" ბლოგერი- პოლემისტი გრიგოლ ონიანი, უნიჭიერესი და "უხვმოსავლიანი" ნაღდი პუბლიცისტი, 82 წლის არმაზ სანებლიძე... ანდა, 83 წლის გამოჩენილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რეზო ამაშუკელი... რომელი ერთი ჩამოვთვალო...
ისე, თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, ამ ყველაფერს განათლება- ჭკუანაკლულ, (ენაშეუკავებლობა რომ ჭირთ), იმ მოყბედო, მოუზრდელო "პუბლიცისტკებისთვის" თუ უმწიფარი, მოდეპუტატო თინიკოების, ჩიორების, ოთოიებისთვის, მაჭუტაძეების, კანდელაკების, გუგავების და მათი მსგავსი მოპოლიტიკოსო გოგო-ბიჭებისთვის უფრო ვწერ.
მაგ უტიფრებს არც არაფერი ეშველებათ, მაგრამ მაინც ვცდილობ მინიშნებას... ერთი მთაწმინდელი პოეტისა არ იყოს: "საქართველო შენ ვინ მოგცა, "შვილი დასაკარგავი".
(სხვათაშორის, ეს სტრიქონები თუ იციან ამ "დისიდენტმა" პოეტმა რომელ "დისიდენტს" მიუძღვნა?..)
აბა, ახლა, "შენ დაუკა" და ტ ა შ ი ც დასცხე, ჩემო კ უ კ უ რ ი!