logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“: ამ არჩევნებზე ჩვენმა მილიონამდე მხარდამჭერმა გითხრათ, რომ გვახსოვს ყველაფერი და თქვენ ვეღარასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში!
- +

7 ნოემბერი. 2020. 13:25

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წელს დასრულებული 9-წლიანი რეჟიმი საზოგადოებას 2020 წელს დაავიწყონ“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი და 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურება.

 

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ ჰგონია, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წელს დასრულებული 9-წლიანი რეჟიმი საზოგადოებას 2020 წელს დაავიწყონ! ეს ხალხი არ იცვლის ზნეს. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენს საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს!

 

ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გითხრათ ჩვენმა მილიონამდე მხარდამჭერმა, რომ გვახსოვს ყველაფერი და თქვენ ვეღარასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში!

 

დიდი მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს!“- წერს ანრი ოხანაშვილი „ფეისბუქში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner