logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კეთილი ვინებოთ, რომ ჩვენი შეკრება თუ მიტინგი არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ
- +

7 ნოემბერი. 2020. 15:21

 

 

„ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე მაღალი უფლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაა“, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეული სახის შეკრება თუ მიტინგი არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ.

 

„ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე მაღალი უფლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაა. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოხატვას ვერავინ ვერავის არ და ვერ აუკრძალავს, მაგრამ კეთილი ვინებოთ, რომ ჩვენი შეკრება თუ მიტინგი არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება, რადგან ეს ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია. ამიტომ კეთილი ვინებოთ, ვინც იქნება აქციაზე, დავიცვათ დისტანცია, გვეკეთოს პირბადე, ყველამ დავიბანოთ ხელები, არ იყოს გადაკოცნა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner