logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები თედო გობეჯიშვილისგან კონკრეტული განცხადებების გაკეთებას ითხოვდნენ
- +

7 ნოემბერი. 2020. 16:16

 

 

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან მივიდნენ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები და კონკრეტული განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეპრესიებით ემუქრებოდნენ“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის ოჯახს. არავითარი საარჩევნო პროცესები და არავის კერძო პარტიული ინტერესები არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. არ მინდა ვინმეს წინასწარ რამეში ბრალი დავდო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის ქმედებებს, რათა მსგავსი ფაქტები საქართველოში არ განმეორდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან მივიდნენ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები და კონკრეტული განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეპრესიებით ემუქრებოდნენ“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner