„პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოვლენ და იტყვიან რომ ორშაბათს კომენდანტის საათი მხოლოდ პოლიტიკას უკავშირდება არიან მავნებლები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი თენგიზ შერგელაშვილი წერს.
მისი თქმით, ვინც გადაადგილების შეზღუდვაზე ამბობს, რომ პოლიტიკურია, მათ ფეხზე კიდიათ 500-მდე ამჟამინდელი მძიმე ავადმყოფი, 300-მდე აპარატზე მიერთებული და 2-3 კვირაში დღიურად მინიმუმ 50-ზე მეტი გარდაცვლილის პერსპექტივა.
„პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოვლენ და იტყვიან, რომ ორშაბათს კომენდანტის საათი მხოლოდ პოლიტიკას უკავშირდება – არიან მავნებლები. ფეხზე კიდიათ 500-მდე ამჟამინდელი მძიმე ავადმყოფი, 300-მდე აპარატზე მიერთებული და 2-3 კვირაში დღიურად 50-ზე მეტი მინიმუმ გარდაცვლილის პერსპექტივა. იმის ნაცვლად, მთავრობას ურტყამდნენ, რატომ აგვიანებს ზომებს“, – წერს თენგიზ შერგელაშვილი.