logo_geo
eng_logo
თენგიზ შერგელაშვილი: პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოვლენ და იტყვიან, რომ გადაადგილების შეზღუდვა პოლიტიკას უკავშირდება, არიან მავნებლები
- +

7 ნოემბერი. 2020. 16:54

 

 

„პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოვლენ და იტყვიან რომ ორშაბათს კომენდანტის საათი მხოლოდ პოლიტიკას უკავშირდება არიან მავნებლები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი თენგიზ შერგელაშვილი წერს.

 

მისი თქმით, ვინც გადაადგილების შეზღუდვაზე ამბობს, რომ პოლიტიკურია, მათ ფეხზე კიდიათ 500-მდე ამჟამინდელი მძიმე ავადმყოფი, 300-მდე აპარატზე მიერთებული და 2-3 კვირაში დღიურად მინიმუმ 50-ზე მეტი გარდაცვლილის პერსპექტივა.

 

„პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოვლენ და იტყვიან, რომ ორშაბათს კომენდანტის საათი მხოლოდ პოლიტიკას უკავშირდება – არიან მავნებლები. ფეხზე კიდიათ 500-მდე ამჟამინდელი მძიმე ავადმყოფი, 300-მდე აპარატზე მიერთებული და 2-3 კვირაში დღიურად 50-ზე მეტი მინიმუმ გარდაცვლილის პერსპექტივა. იმის ნაცვლად, მთავრობას ურტყამდნენ, რატომ აგვიანებს ზომებს“, – წერს თენგიზ შერგელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner