logo_geo
eng_logo
ბიძინა ბარათაშვილი: რაც „იმედში“ 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა, დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო
- +

7 ნოემბერი. 2020. 21:46

 

„ის რაც ტელეკომპანია „იმედში“ 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა, დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო“, - ამის შესახებ ტელეკომპანიის ყოფილმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„რაც არ უნდა ჰუმანური იყოს ხელისუფლება, კრიტიკული აზრი მაინც იარსებებს. ვიღაც მისი გამკრიტიკებელი მოიძებნება. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეუვარდე და თავი გაუტეხო, აპარატურა დაუმტვრიო. რაც ჩვენს შემთხვევაში მოხდა, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. შენობაში ბოლომდე დავრჩით სამი ადამიანი, ლუის რობერტსონი, მე და ლევან ალფაიძე. შემოვიდნენ შემდეგ კახა იმნაძე და ლევან ღუდუშაური, რომლებმაც კადრები გადაიღეს. ლუის ჰქონდა კიდევ ტელეფონი და მას არ ჩამოართვეს. კადრების ნაწილი გადაღებულია ლევან ღუდუშაურის ტელეფონით. ლუისმა რამდენიმე კადრის გადაღება შეძლო საეთეროში“, - აღნიშნა ბარათაშვილმა.

 

მისი თქმით, „იმედის“ საეთერო მიზანმიმართულად დააზიანეს, რომ ტელეკომპანია ეთერში არ გასულიყო. „მედიასთან დაპირისპირება არავის არასოდეს არგებს“, - განაცხადა ბიძინა ბარათაშვილმა.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner