„2007 წლის 7 ნოემბრამდე და შემდეგაც მაშინდელ ოპოზიციას არანაირი ძალადობის აქტი არ განუხორციელებია. თუ ეს ასე იყო, წარმოადგინონ ერთი ფაქტი მაინც“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „იმედის“ ეთერში, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“ რაც ოპოზიციაშია ძალადობის მეტი არაფერი განუხორციელებია. რასაც აკეთებდნენ მაშინ ხელისუფლებაში, სწორედ იგივეს აკეთებენ ახლა. ახლა ჩაფხუტები არ აქვთ, რადგან ძალაუფლება აღარ აქვთ“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
კონორეჟისორი აცხადებს, რომ საქართველოში საზოგადოების ნაწილს „სტოკჰოლმის სინდრომი“ აქვს და „ნაცმოძრაობის“ სახით, მოძალადე უყვარს. ხაინდრავას განცხადებით, სწორედ ამით აიხსნება ის შედეგი, რაც ამ პარტიამ არჩევნებზე მიიღო.
„მინდა საზოგადოებას გავახსენო ვის უჭერენ მხარს, „ნაცმოძრაობა“ მიზანმიმართულად ანგრევდა ყველაფერს. ამ ტელევიზიაში შემოვარდა ე.წ. პოლიტპატიმარი ჟორიკა რურუა თავისი ბანდით. საეთეროში ვინც შევიდა არავინ იყო ფორმაში, ეცვათ ჯინსები და ეკეთათ ნიღბები“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.