logo_geo
eng_logo
ირაკლი რუხაძე: არ ვიცი ბიზნესი, ოჯახი, ვისაც „ნაცმოძრაობა“ არ შეეხო
- +

7 ნოემბერი. 2020. 21:55

 

 

„ზუსტად ვიცოდით, რომ ყველაფერი „იმედისთვის“ მზადდებოდა - იმ დღეს, 5 ადგილას შევიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი“, - ამის შესახებ „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„7 ნოემბერი მთაწმინდის პარკის დარბევით დაიწყო. მერია და სხვა განაყოფი ძალოვნებისა, მთაწმინდის პარკში შევიდა და ამიტომ ვიცოდით, რომ „იმედს“ დაარტყამდნენ. წაიღეს მთელი დოკუმენტაცია და გვითხრეს, რომ მერიას დავურღვიეთ რაღაც კონტრაქტი, თუმცა რა თქმა უნდა, არაფერი დარღვეული არ გვქონდა. ზუსტად ვიცოდით, რომ ყველაფერი „იმედისთვის“ მზადდებოდა - იმ დღეს, 5 ადგილას შევიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი. სტანდარტ ბანკში, საიდანაც ჩვენ გამოგყვარეს და ეროვნული ბანკის დროებითი მმართველი შევიდა.

 

ასევე შევიდნენ „ბორჯომში“, „ტელენეტში“. ჩვენ გავაფრთხილეთ კიდეც გიორგი თარგამაძე, რომ ეს ყველაფერი „იმედისთვის“ კეთდებოდა და ვთხოვეთ, კამერები განელაგებინათ, რათა გვენახა ვინ და როგორ მოდის. მოვედით „იმედში“ და ვუთხარით, რომ ჩვენ დაგვარტყეს როგორც ჯგუფს, გავაფრთხილე, რომ რაღაც მზადდებოდა. უკვე ღია აგრესიაზე გადმოვიდნენ, ერთ დღეში 4 კომპანიაში შევიდნენ და აქ დაასრულეს.

 

როდესაც აირჩიეს სააკაშვილი და მისი გუნდი, უცებ დაიწყეს ამ ნდობის ცუდად ხარჯვა - დაიწყეს დაჭერები. თავიდან ეს დაჭერები საზოგადოებამ გულგრილად მიიღო, რადგან ფიქრობდნენ, რომ შევარდნაძის დროინდელ მინისტრებს იჭერდნენ, შემდეგ გია ჯოხთაბერიძე დაიჭირეს.

 

ხალხს ყრიდნენ ლოგინებიდან, გია ჯოხთაბერიძის გვერდით ვიჯექი, როდესაც იჭერდნენ. იცოდა, რომ იჭერდნენ, დადგმული იყო ყველაფერი - დაელოდნენ, ვიდრე თვითმფრინავი დაჯდებოდა, რომ შემდეგ „გადმოეთრიათ“. ჩვენ ეს ყველაფერი გირგვლიანის მკვლელობის დროს ვიგრძენით ჩვენს თავზე, როდესაც მანქანები ბადრი პატარკაციშვილის სახლის კამერებმა გადაიღო და გვთხოვეს, არ გაგვეშუქებინა.

 

მთავრობამ მოითხოვა, უამრავი ადამიანი მირეკავდა და ურეკავდნენ ბადრისაც. იმასაც გვპირდებოდნენ, რომ მკვლელებს დასჯიდნენ, ოღონდ არ გაშუქებულიყო. ამის შემდეგ მოვხვდით წნეხის ქვეშ, ტენდერებს ვერ ვიგებდით, ბიზნესში ვერ შევდიოდით და ჩვენი ბიზნესები სულ პრობლემის ქვეშ იყო.

 

როცა ეს საკითხი ბიზნესმენთა ფედერაციაში დავაყენეთ, კიდევ იყვნენ სხვა ჯგუფები, რომლებსაც ქონებას ართმევდნენ და ფართო ხასიათს იღებდა. ძალიან კარგად მახსოვს, უამრავი ბიზნესმენი ადგა და თქვა - თუ გართმევენ, ალბათ წასართმევები ხართ, მე არ მართმევენო. ამ ხალხმა შემდეგ, უამრავი ქონება დაკარგა და ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ყველას შეეხო, არ ვიცი ბიზნესი, ვისაც ეს არ შეეხო, ოჯახი, რომელსაც ეს არ შეეხო“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner