საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა.
შედეგად, ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 270-ზე მეტი ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.