logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი არსით ტერორისტული ხელისუფლება იყო
- +

7 ნოემბერი. 2020. 22:46

 

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო ტერორისტული ხელისუფლება, თავისი არსით, მათი სახე არის ჩაფხუტებში, ამათი სახეა მაგალითად გიორგი თარგამაძე, რომელმაც მაშინ (2007 წლის 7 ნოემბერს) ხელები დააბაკუნა და თქვა „იმედშიც შემოვიდნენ“-ო, დღეს გამოდის და ამბობს, რომ თურმე ტერორია მედიის წინააღმდეგ და ასეთი საქართველოში არასოდეს ყოფილა”, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „იმედის“ ეთერში, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

„მე ვიცი ის ღამის მთავრობა, რომელიც შეიქმნა ძალიან სწრაფად. შევარდნაძის რეზიდენციაში, კრწანისში იკრიბებოდნენ. ადეიშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, სააკაშვილი და ეს იყო ღამის მთავრობა, სადაც ყველაფერი წყდებოდა. ერთი იყო რასაც ლაპარაკობდნენ, მეორე იყო რასაც ფიქრობდნენ და მესამე იყო რასაც აკეთებდნენ. ამიტომ ძალიან სწრაფად მქონდა დაპირისპირება ამ ძალასთან, ერთადერთი, რაც შესაძლებლობას მაძლევდა, რომ ასე თუ ისე ის საქმე გამეგრძელებინა, იყო ზურა ჟვანია. ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი და ნათლად ჩანდა, რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ვეუბნებოდი, ზურა, იცოდე, პირველს შენ მოგიცილებენ, იმიტომ, რომ შენ ხარ ყველაზე დიდი დაბრკოლება მაგათი და მერე ბადრის. ასეც მოხდა - პირველი მოიცილეს ზურა და მერე ბადრი, რადგან აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ვერც ერთს და ვერც მეორეს, თარგამაძეობას ვერ აიძულებდნენ“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner