logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: 2007 წლის 7 ნოემბერი არის შავი დღე ისტორიაში, რომელსაც ვერავინ დაივიწყებს
- +

7 ნოემბერი. 2020. 23:01

 

 

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო დემოკრატიული, მსგავსი ობიექტური არჩევნები არ მინახავს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ცნობილმა მოჭადრაკემ და მსოფლიო ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

 

არჩევნებში მცირედი დარღვევები ხდება, მაგრამ როცა ამდენი საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნების შედეგებს აღიარებს, გაუგებარია მეორე მხარეს რატომ გამოდიან ძველი სახეები პროტესტით, ვინც ამდენი უბედურება ჩაიდინა. 7 ნოემბერი არის შავი დღე ისტორიაში, რომელსაც ვერავინ გადააგდებს და დაივიწყებს“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

მისი შეფასებით, როდესაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, სამართლიანობა უკეთესად უნდა აღდგენილიყო. „ვინც სისხლში ხელი გაისვარა, მკაცრად უნდა დასჯილიყო. კერძოდ ისინი, ვინც ბრძანებებს გასცემდნენ. ეს არ მოხდა და ამიტომ ეს ადამიანები აძლევენ თავს უფლებას, ილაპარაკონ იმ ღირებულებებზე, რისი უფლებაც არ აქვთ“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner