„გული მტკივა იმ ადამიანებზე, რომლებიც სანდრო გირგვლიანის დედას, ირინა ენუქიძეს ჭირისუფალში ედგნენ და დღეს არიან მკვლელებთან ერთად და ისევ ქართულ საზოგადოებას ემუქრებიან“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს არის კატასტროფული და ტრაგიკული ტრანსფორმაცია. ესენი არიან სულ გამოცლილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ, დადიოდნენ მიტინგებზე, დღეს აღმოჩნდა რომ სააკაშვილის უბეში, მის ჯიბეში არიან. მე ესენი ჩემი წარსულიდან ამოვშალე. ხვალინდელ აქციაზე, რამდენიც არ უნდა შეიკრიბონ, ეს მკვლელები და არაადამიანები, ისინი ვერ დაბრუნდებიან, ჩვენ ამ ამბავს შევეწირებით“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.