logo_geo
eng_logo
მაგდა ანიკაშვილი: „ნაცმოძრაობის“ დროს, წარმოიდგინეთ, „იმედს“ ტყუილი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია რომ გაეშვა, ვინ აპატიებდა?!
- +

7 ნოემბერი. 2020. 23:07

 

ვინც 2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალდა დღეს ამბობს რომ ეს იყო ძალიან ცუდი, ისიც ძალადობს ისიც ამბობს რომ ეს იყო შეცდომა, ეს ძალიან კომფორტული პოზაა მოძალადეებისთვის და როგორც ჩანს, მათი ამომრჩევლისთვის, რომ ეს ყველაფერი შეაფასონ, როგორც შეცდომა“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, მაგდა ანიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ისეთი შთაბეჭდილება დარჩება ადამიანს, რომ გეგონება უცხოპლანეტელები მოვიდნენ, დაარბიეს მთელი თბილისი, დალეწეს „იმედის“ ტელევიზია და მერე დაგვტოვეს. ეს ასე არ არის, ჩვენ ხომ სახელებით და გვარებით ვიცით ეს ადამიანები ვინ იყვნენ. დღეს ისინი ადამიანის უფლებების დაცვაზე, მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ. მე არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ მათი სახეცვლილება წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი დაბრუნდება, როგორც კი მათ ამის საშუალება მიეცემათ. 7 ნოემბერი არის ძალიან კარგი საზომი, საიდან წამოვედით ჩვენ და სად მოვედით. როდესაც დღეს ვუყურებ რა ხდება მედია გარემოში, წარმოუდგენელი თავისუფლებაა. ამას ხელისუფლება იღებს აბსოლუტურ მოცემულობას. წარმოდგინეთ, მაშინ „იმედს“ რომ რამე ტყუილი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაეშვა, ამას ვინ აპატიებდა?! „იმედი“ იყო კრიტიკული მედია, მაგრამ არ იყო ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი. განსაკუთრებით თვალში საცემი არის პოლიცია, როგორ იქცეოდნენ მაშინ და რას ვადევნებთ თვალს დღეს, ხანდახან მგონია, რომ პოლიცია იქეთ არის დასაცავი. აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება“, - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner