„როდის იყო მკვლელი საკუთარ მსხვერპლზე რეპორტაჟებს აკეთებდა?"- ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია „მედიაცექერის" მიერ მომზადებულ კვლევას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ამბავი არ გააშუქა.
მედიაჩეკერი დააკვირდა როგორ გაშუქდა თემა „იმედის", „რუსთავი2-ის", „საზოგადოებრივი მაუწყებლის", „მაესტროს" და GDS-ის 29 ივნისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. აღმოჩნდა, რომ თემა ზემოჩამოთვლილი ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგში მოხვდა. ერთადერთი არხი, რომელსაც სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი არ მოუმზადებია, რუსთავი 2 იყო.