logo_geo
eng_logo
ირაკლი მოსეშვილი: გივი თარგამაძეს ბოდიში დღემდე არ მოუხდია
- +

8 ნოემბერი. 2020. 00:27

 

 

ჟურნალისტი ირაკლი მოსეშვილი 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს. ის იხსენებს, როგორ შეიფარეს ჟურნალისტები დიღმის ტყე-პარკთან მცხოვრებლებმა და როგორ აფრთხილებდნენ, ჩუმად ყოფილიყვნენ, რადგან იქვე ცხოვრობდა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

 

ირაკლი მოსეშვილის თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ფილმთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის ლიდერებზე იყო, მთელი დღის განმავლობაში საყვედურობდნენ არხს იმდროინდელი ლიდერები. კერძოდ, ისინი კითხვებს სვამდნენ, რატომ არ უშვებდნენ ეთერში ამ ფილმს, თუმცა „იმედმა„ 14-წუთიანი ფილმი ორჯერ აჩვენა.

 

„გივი თარგამაძემ მაშინ თქვა, თუ იმედი ამ ფილმს მეორედ გაუშვებდა, ის ბოდიშს მოიხდიდა“, - აღნიშნა ირაკლი მოსეშვილმა.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner