logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
- +

8 ნოემბერი. 2020. 00:35

 

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

 

„ჩვენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით ვადევნებდით თვალს, ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორისა და მოკავშირე ქვეყნის არჩევნებს, რომელთან ერთადაც თანამედროვეობაში დიდი გზა გავიარეთ და ვისთან ერთადაც მუშაობის გაგრძელება გვსურს. ჩვენი საუკეთესო სურვილები ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. სამყაროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ძლიერი თანამშრომლობა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ისეთი განახლება სჭირდება, რომელიც შეძლებს გაუმკალვდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშეა.

 

„კოვიდ-19“-ის პანდემია პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი და აშშ, გლობალურ გამოწვევას საერთო ხედვის გარეშე უმკლავდებიან. ეს ჩვენს ძალისხმევას და საპასუხო ქმედებებს ნაკლებად ეფექტურს ხდის, თუმცა პანდემია არ არის ერთადერთი, რაც უფრო ძლიერ მოკავშირეობას მოითხოვს. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, დემოკრატიისა და თავისუფლების ღრმა რწმენა. ერთად ჩვენ შეგვიძლია, რომ გავუმკლავდეთ კლიმატურ ცვლილებებს, უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება, ვერბრძოლოთ ტერორიზმსა და დავიცვათ ადამიანთა უფლებები. სამყარო ნაკლები უთანასწორობით ჩვენს საერთო ინტერესებში შედის. მე ველოდები აშშ-ის კონგრესთან და ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობას“, – აცხადებს სასოლი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner