logo_geo
eng_logo
თეა სიჭინავა: რჩება „ნაცმოძრაობა“ და რჩება მისი პოლიტიკური წარსულიც, რა თქმა უნდა, 7 ნოემბერთან ერთად
- +

8 ნოემბერი. 2020. 00:53

 

 

„13 წლის წინ, ამ დროს, აქ, ხალხმრავლობა იყო, ცნობილი კადრები ყველას ახსოვს, როგორ ეფარებიან ადამიანები ერთმანეთს, რომ დაიცვან სამართალდამცველების აგრესიისგან, აქ მოსული ადამიანები ერთი რამის გარკვევას ცდილობდნენ, რა ხდებოდა მაშინ ტელეკომპანია „იმედის“ შიგნით, რა მდგომარეობაში იყვნენ მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, - ასე იხსენებს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ჟურნალისტი თეა სიჭინავა „იმედის“ ეთერში.

 

„მთელი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე თითქოს არაფერი უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ ყველანაირი ზღვარგადასული ხელისუფლების პირობებშიც კი წარმოუდგენელი იყო პირდაპირ ეთერში მყოფი ტელევიზიის შენობაში შემოიჭრა და მერე მისი დარბევა. ჩვენთვის წარმოუდგენელი, მაგრამ მერე როგორც გამოჩნდა, მაშინდელი მმართველი ძალისთვის სრულიად დასაშვები.

 

შეიძლება, სამართლებრივად 7 ნოემბრის მოვლენებს ხანდაზმულობის ვადა ოდესმე გაუვიდეს, მაგრამ მორალურად ეს დანაშაული „იმედისთვის“ უვადო იქნება.

 

7 ნოემბრის ავტორი პოლიტიკური ძალა დღესაც პოლიტიკაშია და გაცხადებული სურვილი აქვს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 27% აქვს და ის კვლავაც მეორე პოლიტიკურ ძალად რჩება ქვეყანაში. რჩება „ნაციონალური მოძრაობა“ და რჩება მისი პოლიტიკური წარსულიც, რა თქმა უნდა, 7 ნოემბერთან ერთად, რადგან არსებობს საქმეები, რომელთა მორალური ნაწილი არანაირ ვადებს არ ექვემდებარება“, - განაცხადა თეა სიჭინავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner