logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ბოროტი უვიცები არიან!
- +

8 ნოემბერი. 2020. 03:04

 

 

„ხატია დეკანოიძემ, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში მეცნიერებისა და განათლების მინისტრი იყო, ისიც არ იცის, რომ 1989 წლის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაღუპული მერაბ კოსტავას 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობას ვერანაირად გამოაცხადებდა!“  – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ასავალ დასავალს“ განუცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, ხატია დეკანოიძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა მერაბ კოსტავასთან ერთად გამოაცხადა.

 

„არავითარი მექანიკური შეცდომა, ესენი უვიცები არიან და თანაც, ბოროტი უვიცები. დიახ, ხატია დეკანოიძემ, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში მეცნიერებისა და განათლების მინისტრი იყო, ისიც არ იცის, რომ 1989 წლის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაღუპული მერაბ კოსტავას 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობას ვერანაირად გამოაცხადებდა!“ - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner