logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ამ ადამიანების ოჯახები თუ არ მიუტევებენ, მე ვინ მომცა უფლება, მკვლელებს ვაპატიო?!
- +

8 ნოემბერი. 2020. 03:58

 

 

როგორ შეიძლება კულტურულად მოვექცეთ იმას, ვინც ჩვენი კულტურა შეურაცხყო და ქართველი კაცის ღირსება ფეხქვეშ გათელა ან რა უფლება გვაქვს, მკვლელებსა და მწამებლებს სხვების მაგივრად მივუტევოთ?! – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ასავალ დასავალს“ „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.

 

„როგორ შეიძლება კულტურულად მოვექცეთ იმას, ვინც ჩვენი კულტურა შეურაცხყო და ქართველი კაცის ღირსება ფეხქვეშ გათელა ან რა უფლება გვაქვს, მკვლელებსა და მწამებლებს სხვების მაგივრად მივუტევოთ?!

 

დიახ, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, გურამ შარაძის, გია კრიალაშვილის, სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის, რომან შავაძის, დათო ცინდელიანისა და „ნაცრეჟიმის“ მიერ დახოცილი სხვა ადამიანების ოჯახები თუ არ მიუტევებენ, მე ვინ მომცა უფლება, მკვლელებს მათ ნაცვლად ვაპატიო?! კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ – „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ უნდა მოიკვეთოს! დიახ, ახალი პარლამენტი აუცილებლად უნდა მიუბრუნდეს „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას და „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს! არ შეიძლება პოლიტიკურ ველზე არსებობდეს დამნაშავე ძალა, რომელიც მუდმივად დესტრუქციულ რეჟიმში ამყოფებს მოსახლეობას. არ შეიძლება კრიმინალებისა და სახელმწიფო დამნაშავეების ხროვას ჰქონდეს საკუთარი ტელეარხები, რომელიც დეზინფორმაციით, ბილწსიტყვაობითა და სიძულვილით წამლავენ საზოგადოებას!“ - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner