აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 71 მილიონი კანონიერი ხმა მიიღო.
„ხმების დათვლის სივრცეში დამკვირვებლები არ შეუშვეს. არჩევნებში გავიმარჯვე, 71 მილიონი კანონიერი ხმა მივიღე. ცუდი რამე მოხდა, რისი ნახვის საშუალებაც ჩვენს დამკვირვებლებს არ მისცეს. მსგავსი რამე აქამდე არ მოხდარა. ფოსტით მილიონობით ბიულეტენი გაუგზავნეს იმ ხალხს, ვისაც არასდროს მოუთხოვია ეს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.