logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: ჩვენმა სამხედროებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლეს!
- +

8 ნოემბერი. 2020. 13:51

 

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტოები ავრცელებენ.

 

ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს.

 

შუშასთან საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამას ადასტურებდნენ არაღიარებულ მთიან ყარაბაღსა და სომხეთშიც.

 

სომხური მედიის ცნობით, ბრძოლა ქალაქ შუშასთან გრძელდება. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეფანაკერტში განგაშის ხმა რამდენჯერმე გაისმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner