logo_geo
eng_logo
ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- +

8 ნოემბერი. 2020. 14:52

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი​ აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობისთვის მზადაა.

 

„ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ჩემი კოლეგები და მე ველოდებით მუშაობას თქვენთან და თქვენს გუნდთან. ისეთი კრიზისები, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის პანდემია, გლობალური სოლიდარობის მნიშვნელობას ცხადყოფს“, – წერს გებრეიესუსი.

 

შეგახსენებთ, 7 ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მანამდე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ტრამპმა კი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩინეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner