ჟურნალისტი ეკა შონია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი სიუჟეტის იმ მონაკვეთს, სადაც ჩანს, როგორი არაეთიკური ტონით ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს და წერს:
„ამაზე ეთიკას ვერ მოვუხმობ, ამიტომ არაფერსაც არ დავწერ, უბრალოდ აქ დავდებ და ვიტყვი, რომ ის დრო, როდესაც ჟურნალისტებს აი, ასე ექცეოდით, წავიდა და არასოდეს აღარ მოვა!!!! სახე, თვალები, ტონი... საშიში მოვლენაა ეს“, - წერს ეკა შონია.