logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ყურადღებით ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს და ნათელია, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია
- +

8 ნოემბერი. 2020. 20:33

 

 

ჩვენ, ყველანი ყურადღებით ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს და ნათელია, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.  ვულოცავ მას და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ამ გამარჯვებას, –  ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზად არის.

 

„ევროკავშირი და აშშ მეგობრები, მოკავშირეები არიან, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე სიღრმისეული კავშირები აქვთ, რის გამოც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია ატლანტიკის ამ მხარესაც“, – აღნიშა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner